„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეძლებს დამარცხებას, თუმცა, ვიმეორებ, ეს არ იქნება მარტივი. ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება ის, თუ რამდენად დამარცხდება „დიფ სტეიტი“ და არაფორმალური გავლენები აშშ-ში. „გლობალური ომის პარტია“ უნდა დამარცხდეს – ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო აშშ-სთვის, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
“თქვენ ნახეთ, რა უქნეს მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში და რა მოუტანა „დიფ სტეიტმა“ მსოფლიოს წინა ოთხი წლის განმავლობაში. მთელი მსოფლიო არის არეული: რა ხდება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, სირიაში. მთელი მსოფლიო არიეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამარცხდება “დიფ სტეიტი” და, “დიფ სტეიტთან” ერთად, დამარცხდება ომი მსოფლიოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.