პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის მიერ „დიფ სტეიტთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„მან [ტრამპმა] განაცხადა ასეთი რამ: ან „დიფ სტეიტი“ დაანგრევს აშშ-ს, ან აშშ დაანგრევს და მოშლის „დიფ სტეიტს“. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სტეიტი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ასე ხშირად ვისმენთ ხოლმე ამერიკული სტრუქტურებიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან – ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება.
პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სტეიტს“ და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ბატონი დონალდ ტრამპი ამას შეძლებს და ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება – გამოჩნდება ის, თუ რამდენად შეძლებს „დიფ სტეიტის“, არაფორმალური გავლენების დამარცხებას.
პრეზიდენტ ტრამპს მინდა ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.