ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც მადლობას უხდის ეუთო/ოდირს, რომელმაც, მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
“20 დეკემბერი დიდი დარტყმაა მილევადი ნაცოპოზიციისთვის – ევროსაბჭოს გენმდივნის შემაჯამებელი პრესკონფერენციის გზავნილები და ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილით.
რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც “არნახულ ნეგატივზე” დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსესა და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშების გაცნობის შემდეგ, თანდათან დაიწყება დასავლეთის ცალკეულ “გაბუტულ” ლიდერთა ჯერ მოკრძალებული, ხოლო 20 იანვრის შემდეგ, თანამშრომლობის გაგრძელების აქტიური გზავნილები”, – წერს გია აბაშიძე.