ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება.

“ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა ოპოზიციას იმედები ან გადაუწურა, ან მნიშვნელოვნად შეუმცირა. შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული შენიშვნების (რომლებიც, სხვადასხვა დოზით, მათ წინა არჩევნების შეფასებებშიც გვინახავს) მიუხედავად, ეს მაინც არის ნაბიჯი ხელისუფლების ლეგიტიმაციისკენ, გამომდინარე შედეგებით, რომლებსაც მალე ვიხილავთ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.