თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღეს, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ფედერალური მასშტაბით განსაზღვრავს მამაკაცსა და ქალს ბიოლოგიური სქესის მიხედვით. ინფორმაციას გამოცემა „The Freepress-ი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება აუქმებს გენდერულად ნეიტრალურ პირადობის მოწმობებს, კრძალავს ნაცვალსახელის გამოყენებას და აჩერებს მამაკაცების განთავსებას ქალთა ციხეებში.

ბრძანება ასევე წყვეტს გენდერული „თვითიდენტიფიკაციის“ პოლიტიკის ფედერალურ დაფინანსებას. იგი ბაიდენის ეპოქის წესების შეცვლას ისახავს მიზნად.
თეთრი სახლი მას “ბიოლოგიური ჭეშმარიტებისა და ქალების უსაფრთხოების” გამარჯვებას უწოდებს.