სქესზე დაფუძნებული განსხვავებების ადმინისტრირების ან აღსრულებისას, ყველა სააგენტო და ყველა ფედერალური თანამშრომელი, რომელიც ოფიციალურად მოქმედებს თავისი სააგენტოს სახელით, ყველა მოქმედ ფედერალურ პოლიტიკასა და დოკუმენტში გამოიყენებს ტერმინ „სქესს“ და არა „გენდერს“. აღმასრულებელი ბრძანება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღმასრულებელ ბრძანებაში, სახელწოდებით – “ქალების დაცვა გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან და ბიოლოგიური სიმართლის აღდგენა ფედერალურ მთავრობაში” აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ქალთა უფლებებსა და სინდისის თავისუფლებას მკაფიო, ზუსტი ენისა და პოლიტიკის გამოყენებით დაიცავს, რომლის მიხედვითაც, ქალები ბიოლოგიურად მდედრობითი, ხოლო კაცები ბიოლოგიურად მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან.

აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტერმინი “გენდერული იდენტობა” სუბიექტურ განცდას ასახავს, რაც ცრუ აღმის შექმნის საშუალებას იძლევა. დოკუმენტის მიხედვით, გენდერული იდეოლოგია შინაგანად წინააღმდეგობრივია და, ასევე, არ იძლევა იდენტიფიცირების მნიშვნელოვან საფუძველს.

“გენდერული იდეოლოგია“ ცვლის სქესის ბიოლოგიურ კატეგორიას თვითშეფასებული გენდერული იდენტობის მუდმივად ცვალებადი კონცეფციით, რაც საშუალებას აძლევს ცრუ აღქმის შექმნას, რომ მამაკაცებს შეუძლიათ, თავიანთი თავის ქალად იდენტიფიცირებით გახდნენ ქალები და პირიქით. ის ასევე მოითხოვოს საზოგადოების ყველა ინსტიტუტისგან ცრუ აღქმების ჭეშმარიტებად მიღებას.

გენდერული იდეოლოგია მოიცავს აზრს, რომ არსებობს გენდერების ფართო სპექტრი, რომელიც არ არის დაკავშირებული ადამიანის სქესთან: გენდერული იდეოლოგია შინაგანად წინააღმდეგობრივია, რადგან ის ამცირებს სქესს როგორც იდენტიფიცირებად ან სასარგებლო კატეგორიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამტკიცებს, რომ ადამიანი შეიძლება დაიბადოს არასწორი სქესის სხეულში.

„გენდერული იდენტობა“ ასახავს საკუთარი თავის სრულიად შინაგან და სუბიექტურ განცდას, რომელიც არ არის დაკავშირებული ბიოლოგიურ რეალობასთან და სქესთან და არსებობს უსასრულო კონტინუუმზე, რომელიც არ იძლევა იდენტიფიცირების მნიშვნელოვან საფუძველს და არ შეიძლება, იყოს აღიარებული სქესის შემცვლელი”, – ვკითხულობთ თეთრი სახლის აღმასრულებელ ბრძანებაში.