„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ევროპის მიერ წარმოებულ პოლიტიკას ეხმაურება.
„ის, რასაც საქართველოში დასავლეთის მხრიდან 2022 წლის შემდეგ ვუყურებთ და რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც ღიად ალაპარაკდა, რბილად რომ ვთქვა, გულდასაწყვეტია.
დღევანდელი ევროპა წარსულის საბჭოთა კავშირს დაემსგავსა – როცა მას ყველაფრის უფლება აქვს და ყოველთვის ის არის მართალი. უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევისა და 4 რევოლუციის მცდელობა, ქვეყანაში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივება, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის აგენტებად გარდაქმნა, საზოგადოების არჩევანის უპატივცემლობა, საკანონმდებლო საქმიანობაში პირდაპირი ჩარევა და სასამართლო ხელისუფლების მორჩილებისთვის მისი დისკრედიტაცია, რწმენისა და ტრადიციების შეურაცხყოფა – ეს არის ის, რაც დასავლეთს, სამწუხაროდ, შესძლებია.
ჩვენ მსგავსი საფრთხეებისგან წარსულში საბჭოთა კავშირისგან დავიცავით თავი და დღეს უკვე თავს ვიცავთ ევროკავშირის ბიუროკრატებისგან.
ქართველმა საზოგადოებამ იმხელა გამოცდილება მიიღო, მას შეცდომას ვეღარავინ დააშვებინებს!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.