„მეხუთე დღეა, გადაუღებლად თოვს ქალაქ ბათუმში. როგორც საგზაო, ისე საქალაქო ინფრასტრუქტურის და გადაადგილების კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები. როგორც ცენტრალური, ისე მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში“, – განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

„ამ ეტაპისთვის გაწმენდით ღონისძიებებში ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება, ამავე დროს – 700-ზე მეტი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. ყველა შესაბამისი სპეციალური უწყება და ორგანო არის ჩართული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს და ხვალ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილიყო. უამინდობა მომდევნო დღეების განმავლობაშიც ნარჩუნდება და ყველა მუნიციპალური სამსახური, სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ტექნიკური მარილი 24-საათიან რეჟიმში არის უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.