აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები. როგორც სანაპირო ზოლში, ისე ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან – არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმში თოვლის წმენდის პროცესს ადგილზე გაეცნო.