ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მეორე სვირსა და კვალითის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერმა – ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მოდებაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
„გვაქვს კონტროლირებადი სიტუაცია. სოფლებს – 5 ერთეული, ხოლო ქალაქის ტერიტორიას 3 ერთეული ტექნიკით ვამუშავებთ. რაიმე საშიშროება არ გვემუქრება, ყველა მისასვლელი გზა გაიწმინდება“, – აღნიშნა ვასილ გველესიანმა.
ვიდეო დამკვრელი
00:00
00:00