“ბაღდათის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს”, – ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“იწმინდება ქალაქის ქუჩები და ტროტუარები. თოვლის საფარისგან სუფთავდება ასევე მცენარეები. იყრება ტექნიკური მარილი.
გზების გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერის მოადგილეებთან – დავით სილაგაძესთან და მერაბ ზირაქაძესთან, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, გზების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე პირადად ეცნობა.
ამ დრომდე, ელექტროენერგია მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება.
ტრანსპორტი გადაადგილდება როგორც ქუთაისის, ისე კურორტ საირმისა და სოფლების მიმართულებით”, – აღნიშნულია ბაღდათის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.