ფოთში, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება თოვლისგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები.
ფოთის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს სამუშაოებს.
„სპეციალური ტექნიკის მიერ იწმინდება ქალაქის ცენტრალური და შიდა ქუჩები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.
უამინდობის გამო, დღეს ფოთის საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი.
ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ქალაქს სრულად მიეწოდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.