საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
“უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას”, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “X-ში”.