ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათისა და მაგნეტიტის 1807 აბონენტს ელექტროენერგია ამ დროისთვის სრულად აღდგენილი აქვს. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„სოფელ ლიხაურსა და ჭანიეთში გათიშული 1407 აბონენტიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა აბონენტს. მაგნეტიტში გათიშული 150 აბონენტიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა აბონენტს. სოფელ მამათში გათიშული 250 აბონენტიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა აბონენტს. აღნიშნულ დასახლებებს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება“, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.