„დღეს ინგა გრიგოლიას საყვარელმა რესპონდენტმა გიორგი გახარიამ საკუთარი მსტოვრები „ჭუტავიზიას” მიუქსია: „თქვენო, კორუმპირებულ მოქმედ პრემიერს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში ეხმარებითო.” გაფუჭებული საათივით, რომელიც დღეში ორჯერ მაინც სწორ დროს განახებს, „ტვ პირველსაც” მოუწია უეჭველი ჭეშმარიტების გაშუქება, რომლითაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი „ფარული” დადგენილების „დამალვის” ფაქტი სწორედ ექს-პრემიერ გახარიას მმართველობის პერიოდს მიაკუთვნა”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, კორუმპირებულთა სიაში გახარიას მომხრეების მხრიდან ირაკლი კობახიძის მოხსენიება, მიუღებელია.

“ცალკე თემაა გახარიას კორუმპირებული პოლიტსაბჭოს წევრთა ამ კატეგორიაში ირაკლი კობახიძის მოხსენიება, რომელიც შეიძლება “დაადანაშაულო”: სწორ აღზრდაში, ჭკუაში, ანალიტიკურ აზროვნებაში, პროფესიონალიზმში, პატიოსნებაში, საორგანიზაციო ნიჭში, თავაზიანობისა და აუღელვებლობის ფარგლებში სიხისტეში, პრინციპულობასა და მამულიშვილობაში – ანუ, ყველაფერში, გარდა კორუფციისა. ისეც არ უნდა გამოხვიდე მწყობრიდან, რომ თუნდაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეში შენთვის დამახასიათებელი უამრავი მანკიერებიდან ერთ რომელიმეს მაინც ეძებდე გაშმაგებული და წარუმატებელი ძებნის შედეგად – ყველაზე ფანტასტიკურ ვერსიაზე შეჯერდე. პროფესიონალი ჯამბაზი, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება – მაყურებლის ოვაციებს იმსახურებს. ხოლო ჯამბაზად ქცეული პოლიტიკოსი – ცრემლის ღირსიც აღარაა…“ – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.