„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „მართალია, ის პროკურორი არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში”.
„ხაზარაძე, რომელიც შეზრდილი იყო “ნაცმოძრაობასთან” და რეჟიმის მთავარი „ჰალსტუხიანი რეკეტიორი” იყო, ახლა ცდილობს, მკვლელებს და მწამებლებს გაემიჯნოს, რაც გამორიცხულია. საზოგადოებამ კარგად იცის მისი წარსული.
მეორე უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს და პროკურატურის ფუნქციებში ვერ ერკვევა, ელემენტალური, ისიც კი არ იცის, რა უფლებამოსილება აქვს ამ ინსტიტუციას. მეორე მხრივ, მისი სიტყვები – რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი – დამაფიქრებელია. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ, თუ სათავეში დაბრუნდება, შექმნის ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც მისთვის მიუღებელ ადამიანს ამ ქვეყანაში არ დაედგომება. ეს არაფერია, თუ არა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ხელწერა, რაც ასევე მისი ხელწერაცაა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.