„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფართო საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულის შესახებ შეიტყო. საქმე ეხება კომპანია „მაგნატის“ მფლობელ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს, რომელსაც რეჟიმმა ქონება წაართვა და ციხეში გაუშვა”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
“მნიშვნელოვანია საქმის სხვა ფიგურანტები. როგორც ფაქტებით დასტურდება, სადამსჯელო ოპერაციაში, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ჯაფარიძე-ხაზარაძის ტანდემი და “თიბისი ბანკი” მონაწილეობდნენ. ისინი, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. ხაზარაძე-ჯაფარიძეც ისეთივე კრიმინალები არიან, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თანამდებობის პირები, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ!
გამაოგნებელია ბატონი ჯემალის მონათხრობი და მისი ისტორია, რომელიც სრული სისასტიკით გვაჩვენებს რეჟიმის მანიაკურ სახეს!
“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ხშირი იყო ბიზნესის წართმევა, ხელოვნური გაკოტრება, ქონების ჩამორთმევა და ა.შ., რაც გაჩვენებს, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, რომელსაც იმდროინდელი თანამდებობის პირები ჩადიოდნენ.
“ნაციონალური მოძრაობა” არა პარტია, არამედ კრიმინალური დაჯგუფება იყო, რომლისთვისაც არ არსებობდა ადამიანის უფლებები და კერძო საკუთრების ცნება.
საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე. ხაზარაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაში მონაწილეობას არ აპირებს.
შევახსენებ ხაზარაძეს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
ბატონო მამუკა, ნუ ახდენთ სახელმწიფოს პროვოცირებას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მამუკა ხაზარაძეობა ინდულგენცია არ არის! სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.