“მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა აქაური გულწასული ოპიზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება. საზოგადოების ხელისუფლებისგან გამიჯვნა კი მათთვის წინასაარჩევნოდ, ხალხის ხელისუფლებისადმი მხარდაჭერით გაღიზიანების მაჩვენებელია”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ოპოზიციის რადიკალური მხარე გარე დამკვეთების მხრიდან მოწონებას მათი დაკვეთების უპირობო შესრულებით იმსახურებს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„ზეწოლა არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს.
საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ. ბუნებრივია, ამ ინსტიტუტების წინააღმდეგ ქართველი საზოგადოება კრიტიკულ აზრს გამოთქვამს და ამას ოპოზიცია ანტიდასავლურ პროპაგანდას მიაწერს.
სწორედ ეს იყო მათი მიზანიც – მტრობის გაღვივება დეზინფორმაციის საშუალებით. თუმცა, მინდა გავუცრუო იმედები ოპოზიციას და მათ უცხოელ ლობისტებსაც, – ქართველი ხალხი ასე ადვილად აღარ ტყუვდება. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება გამჭირვალობაა და ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ საზოგადოებას დასაბუთებული სიმართლით“, – აღნიშნავს ხუნდაძე.