პოლიტიკური ჯგუფის – „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიას პარტიის განცხადებები შეაფასა.
„კაცს დააბრალო და მერე არაფერი მოჰყვეს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის – თუ გაქვს ინფორმაცია, აქამდეც უნდა გეთქვა ამის შესახებ.
როცა ხალხმა ერთმანეთი დახოცა იმასთან დაკავშირებით, გაყალბდა თუ არა არჩევნები, დღესაც ბევრად მეტი ინფორმაცია გაქვს წარმოსადგენი, ვიდრე ზოგადად ცილისწამების ფორმით ნათქვამი. როდესაც ყოფილი პრემიერი საუბრობს შემთხვევაზე, რომელიც ხდებოდა მისი პრემიერობის დროს და ეხება არჩევნების გაყალბებას, ვფიქრობ, საზოგადოება ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას იმსახურებს“, – აღნიშნა ხვიჩიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“.