“უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები, 2025 წლის 1 ივლისამდე, ოჯახზე 300-ლარიან, ხოლო პირზე 45 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ”, – შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

დაფინანსების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.