“გერმანიიდან შტატებში გადასვლას აპირებს Рorsche-ც – ელექტრობატარეების გამომშვებიქარხნისთვის გამოყოფილი ამერიკული სამთავრობო სუბსიდია შეადგენს 2 მილიარდდოლარს, მაშინ როდესაც გერმანია კონცერნს 800 მილიონზე მეტს ვერ სთავაზობს“, – “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, მიზეზი ბანალურია, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებულისანქციების გამო გაძვირებულია ელექტროენერგია.
“სტალინზე ნოსტალგია იქეთ იყოს და გერმანიაში უკვე სერიოზულად მისტირიან ანგელამერკელს. უკანასკნელ ხუთ წელიწადში ქვეყნის უმსხვილესი სამრეწველო კონცერნისThyssenkrupp-ის აქციები 62%-ით გაუფასურდა. მიზეზი ბანალურია, რუსულენერგომატარებლებზე დაწესებული სანქციების გამო გაძვირებული ელექტროენერგია.
იმავე პერიოდში “Thyssenkrupp-ის” ძირითადი ამერიკელი კონკურენტის US Steel-ის აქციებისტაბილურად იზრდება.
გერმანიიდან შტატებში გადასვლას აპირებს Рorsche-ც – ელექტრობატარეების გამომშვებიქარხნისთვის გამოყოფილი ამერიკული სამთავრობო სუბსიდია შეადგენს 2 მილიარდდოლარს, მაშინ როდესაც გერმანია კონცერნს 800 მილიონზე მეტს ვერ სთავაზობს. ქალაქბადენ–ვიურტემბერგში ჩაშლის პირასაა Cellforce Gigafactory ქარხნის მშენებლობა.
გერმანულმა ავტოგიგანტმა BMW-მ უკვე დაიწყო თავისი ქარხნის მშენებლობა სამხრეთკაროლინას შტატში. ამერიკაში გადასაბარგებლად ასევე ემზადება Audi.
ასეთი არასაბაზრო მეთოდებით, აშშ თანდათანობით შთანთქავს გერმანულ ინდუსტრიასთუნდაც საკუთარი სახელმწიფო სუბსიდირების, იაფფასიანი ელექტროენერგიისა დააფეთქებული “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენების გამო, იაფი ბუნებრივი აირის გარეშედარჩენილი გერმანული სამრეწველო სიმძლავრეების ხარჯზე…”, – წერს ქართველიშვილი.