ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი, “ლელოს” კამპანიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„შემთხვევით, სოცქსელში ამ ფოტოს გადავაწყდი… ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური კამპანია გეგონება, სინამდვილეში ხაზარაძემ პროკურორით მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა (ისიც კი არ იცის, რომ პროკურორის და პროკურატურის ფუნქცია არავის გადასახლება არ არის, იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი) და ნაცების ლეღვის ფოთოლი ლელოს საარჩევნო ნომრით, ცხრიანით, ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა…
როგორც ჩანს, “ნაცებიდან” მიმაგრებულმა როზნერმა გადაუტანა ზრახვები ბანერზე”, – წერს რატი იონათამიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.