“საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია, კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით”, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.

აზიის განვითარების 2025 წლის აპრილის პროგნოზი — ADB-ის მთავარი ეკონომიკური მიმოხილვა ვარაუდობს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 6.0%-ით გაიზრდება. 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 5.0%-მდე შენელდება, რაც მომსახურებისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება.

ცნობისთვის: ADB წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.