„არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური, ნამდვილი ოპოზიცია; ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფები, სატელიტები – როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის“, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

“როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას – ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარა რუსეთს და გაწირა ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. გარდა ამისა, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა – ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. ამ ყველაფრის მონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.