„სამარცხვინოა EPP-ის 2024 წლის კონგრესზე პატიმარ სააკაშვილის მიპატიჟებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. შეგვიძლია ამ პროცესს სათაურად დავარქვათ “ევროპის სახალხო პარტია საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი “გლობალურ ომის პარტიას” ჰყავს ე.წ. „ენზედ” შემონახული, – რომ საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნას ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის.
„გლობალურ ომის პარტიას საქართველოში რადიკალიზაციისთვის და არაკანონიერი გზით ხელისუფლების შეცვლისთვის რამდენიმე სახის გეგმა აქვს. ერთ-ერთი გეგმა, რაც თავადაც აღიარა სააკაშვილმა, იყო მისი ასე ცნობილი არაჟნებით შემოსვლა საქართველოში.
ჩვენ გვიკვირს და, ნამდვილად სამარცხვინოა EPP-ის 2024 წლის კონგრესზე პატიმარ სააკაშვილის მიპატიჟებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. შეგვიძლია ამ პროცესს სათაურად დავარქვათ “ევროპის სახალხო პარტია საქართველოს წინააღმდეგ”.
სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა “გლობალური ომის პარტიის” მიერ გამოყენებული იყო მაშინაც, როდესაც სააკაშვილის სურათებით ისხდნენ დეპუტატები ევროპარლამენტში, მერე პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ და ნაწილ-ნაწილ უნდოდათ მისი გატანა საავადმყოფოდან. რეალურად კი, საერთაშორისო სასამართლომ, ასევე, ექიმებმა დაადგინეს, რომ ადამიანს არაფერი სჭირდა სასიკვდილო, თუ სწორად გამოიკვებებოდა. ახლა სააკაშვილი უკვე გამოდის და არა მარტო ქართულ, საერთაშორისო პოლიტიკაშიც უნდა თავისი წვლილის შეტანა.
ახლა, როცა დადგინდა, რომ, თურმე, ქართული ჰაერი ჩვეულებრივია მისთვის და შეიძლება, რომ აქაც გამოჯანმრთელდეს, სად არიან ის დიპლომატები და ევროპარლამენტარები, დემარშით რომ გამოდიოდნენ?! ქართველ ხალხს რატომ არ ესაუბრებიან, – უკაცრავად, ჩვენ მწარედ მოგვატყუეს, როცა გვეუბნებოდნენ, რომ პატიმარი სააკაშვილი კვდებაო?!
თითქოს ჩაიარა ამ პროცესებმა და ქართველმა ხალხმა გადაიტანა ეს შეურაცხყოფა, მაგრამ ასე არ არის. ასეთი შეურაცხყოფა რომ მიაყენე სახელმწიფოს და ხალხს, ახლა რა პასუხს სცემ?! მით უმეტეს, რომ ახლა კიდევ კონფერენციაზე პატიჟებ. ეს ხომ ქვეყნის სუვერენიტეტის პირდაპირი შეურაცხყოფაა!
სააკაშვილი “გლობალურ ომის პარტიას” ჰყავს ე.წ. „ენზედ” შემონახული, – თუ არ გაუმართლებთ ზურაბიშვილი, ხაბეიშვილი, მელია, ხაზარაძე თუ გახარია, მერე რაღაცნაირად გამოიყენებენ დესტრუქციისთვის”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.