„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილი პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას დაბარებას გამოეხმაურა.

„საგამოძიებო კომისიის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ მომსწრე გავხდით იმ ცალკეული შემზარავი დეტალის, რომლის შესახებაც საზოგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი. კომისიის მუშაობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა სისხლისმსმელ რეჟიმთან გვქონდა საქმე.

ნიშანდობლივია, რომ 2012 წლის შემდეგ ამ რეჟიმის წარმომადგენლები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა თუ NGO-ს მეშვეობით კვლავ აგრძელებენ საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებას. არა მარტო საზოგადოების, არამედ საქმიანობენ ზოგადად ქვეყნის, მისი განვითარებისა და მშვიდობის წინააღმდეგ.

სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ 2012 წლის შემდეგ პერიოდზეც გაგრძელდა კომისიის მუშაობის არეალი და სწორედ მუშაობის ამ ფარგლებში იქნება მიწვეული გიორგი გახარია, რომლის საქმიანობითაც გამჟღავნდა, რომ თურმე, ის “ნაციონალური მოძრაობის” მიზნების მიღწევაში იღებდა უშუალო მონაწილეობას”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.