„ძალიან რთულად აქვს საქმე “ოპოზიციას”. ხალხის შეკრების თავი არა აქვთ, თანხებიც საგრძნობლად დააკლდათ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლების სათავეში პატრიოტი და ქრისტიანულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხალხი მოვიდა. დარჩნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ზოგიერთი ლიბერალური ხელისუფლების იმედზე – მათ იმედზე, ვისაც არ ძალუძს ამ ოპოზიციის “წარმატებისთვის საკმარისი” თანხით უზრუნველყოფა“, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

„ახლა გამოაგორეს ისევ უვიზოს შეჩერების თემა – იქნებ, ხალხი რამენაირად ააჯანყონ. ისევ ვიმეორებ: ევროკავშირი არ არის ვინმე “ნაცის” უკანა ეზო, აქ არის წესები და პროცედურა, რომლებსაც, თუნდაც გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმპლემენტაციისათვის წლები დასჭირდება. დეზინფორმაციას, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ზოგიერთი პოლიტიკური წრიდან მოდის და ეს მავნებლები ახმოვანებენ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

აქვე დავამატებ, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან გვაქვს იდეალური საპოლიციო თანამშრომლობა და ერთად ვებრძვით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. ჯობს, გვარამიამ ისევ პოპკორნი ჭამოს და დაელოდოს მათ დრამატულ, ბოლომდე ჩამოშლას“, – წერს გიორგი გამსახურდია „ფეისბუკის“ გვერდზე.