აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს.

ცნობისთვის, აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.