„მათ არ აინტერესებთ საქართველოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა“, –განაცხადა„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის ერთ–ერთი დიდი პოლიტიკური ძალა – ევროპის სახალხოპარტია, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს, უცებ აცხადებსსაქართველოზე, რომ ამ სახელმწიფოს არაფრად არ მიიჩნევს და მის ერთ–ერთ პატიმარსკონგრესზე ეპატიჟება.
„ასეთი დამოკიდებულება პირველ რიგში, არასერიოზულია. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომდავპატიჟოთ ევროპარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რომელიცპატიმრობაში იმყოფება, ჯერ ხომ გავხდებით დაცინვის ობიექტი, მერე თავსწარმოვაჩენდით, როგორც არასერიოზულ, არაკომპეტენტურ ძალად.
ფაქტიურად, ესენიც იმავენაირად წარმოჩნდებიან საკუთარ ამომრჩევლის და ხალხისთვალში იმიტომ, რომ ახლა შემოდგომაზე ევროპარლამენტარების არჩევნები უნდაჩატარდეს ევროპაში.
ძალიან საინტერესოა, საკუთარ ამომრჩეველს რას ეტყვიან? რომ ისინი არიან ის ძალა, რომელიც სხვა ქვეყანაში პატიმრობაში მყოფ ადამიანს კონგრესზე ეპატიჟება?
ეს ძალიან არასერიოზული და აგდებული დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ. ასევე, რათქმა უნდა, მცდელობა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ყოველთვის იყოსაქტუალური.
ლობისტები ვერაფერს ვერ გახდნენ, როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაიხარჯა მილიონები, ცალკე პრესაში გამოქვეყნებულ მხარდამჭერი განცხადებების და რეზოლუციებისმიღებისათვის და უამრავი შეკვეთილი ქმედების ორგანიზებისთვის. ევროპარლამენტისფოიეში ვიხილეთ პლაკატებით მდგარი ევროპარლამენტარები და მიხეილ სააკაშვილისთვისდაწესებული ჯილდოები, რომლებიც ალბათ ნაყიდი იყო და ა.შ. ყველაფერმა ამან შედეგივერ გამოიღო. ახლა ერთ–ერთი საქციელი კონგრესზე მიწვევაა, რათა გვაჩვენონ, რომმიხეილ სააკაშვილი არ დავიწყებიათ, დღის წესრიგში ჰყავთ და მათ რიგებში მოიაზრებენ. ამის მცდელობაა..
თუმცა, რის მიღწევას ცდილობენ და ამით რა შედეგი დაიდება – გაუგებარია. ერთი რაც ჩანს, რომ არიან არასერიოზულები და მეორე – მათ არ აინტერესებთ საქართველოს სუვერენიტეტიდა სახელმწიფოებრიობა. ანუ პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენ ჩვენთვის არაფერს არწარმოადგენთო. რაც მკვეთრად განსხვავდება ევროკავშირის (რომელსაც ისინიწარმოადგენენ) ოფიციალური განცხადებისგან და მიდგომისგან.
გასული წლის დეკემბერში, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომსაქართველოში მიმდინარე პროცესები და რეფორმები ევროკომისიამ შეაფასა დადებითად.
ამ პირობებში ევროპარლამენტის ერთ–ერთი დიდი პოლიტიკური ძალა, რომელიც საკმაოდმნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს, უცებ აცხადებს საქართველოზე, რომ ამ სახელმწიფოსარაფრად მიიჩნევს და მის ერთ–ერთ პატიმარს კონგრესზე ეპატიჟება.
უგზავნიან დაწვრილებით დღის წესრიგს, როგორ და რანაირად უნდა ჩატარდეს. ძალიანგაუგებარი დამოკიდებულებაა. მე ვფიქრობ, ევროპის შიგნითაც საკმაოდ ყურადღების მისაქცევია ეს თემა იმიტომ, რომ ოფიციალური ევროკავშირი სხვას ამბობს, ეს პოლიტიკურიპარტია, რომელიც ერთ–ერთი დიდი პოლიტიკური პარტიაა სხვას. როგორ აპირებენ, ესენიშემდგომ მმართველობის გაგრძელებას და გაძლიერებას, არ ვიცი.
როდესაც სააკაშვილს თავიანთ კონგრესზე ეპატიჟებიან, აქ არის ორი მომენტი: ან არ იციან, რომ იგი პატიმრობაშია (რისიც არ მჯერა), ან იციან და ელიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილსშეიწყალებს“, – განაცხადა სეფაშვილმა.