ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ხალხის ძალის” განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ “გლობალური ომის პარტიის” მთავარი საზრუნავია, “ნაცმოძრაობამ” და მისმა ფსევდოშუაშისტურმა დანაყოფმა რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაკარგონ და ერთად 30-35% მოაგროვონ, გეგმის სათავეში კი სალომე ზურაბიშვილია მოაზრებული.
“ყოველი სიტყვა და, შესაბამისად, წინადადება აბსოლუტური სიმართლეა “ხალხის ძალის” განცხადებაში! დიახ, ისე დაკნინებულ-გაუბედურებულ-გაპარტახებულია “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები, რომ მათ პატრონებს “გლობალური ომის პარტიიდან” მეტი აღარაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ამ უსამშობლო, ფულზე გაყიდულ აგენტებს სათავეში ჩაუყენონ შედარებით გამოცდილი აგენტი, ქართველობისაგან საერთოდ გაძარცვული სალომე ზურაბიშვილი, რათა შემდეგ აქ შეძლონ აგენტოკრატიის დამყარება! შესაბამისად, საქართველოს ომში ჩაბმა-ჩათრევა!
ყველა კარგად ვიცით, რომ იმ აგენტთა სექტის გამოსწორება, რომლის სათავეშიც სალომე ჩააყენეს, შეუძლებელია! მაგრამ ასეთ შემთხვევაში ძალიან უცნაურია იმ ძალების ქმედება, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ კონსერვატორებს!
სინამდვილეში, მათი ბოლოდროინდელი ქმედებები დაუკრეფავში გადასვლის მცდელობებია! კერძოდ კი, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ლანძღვა, მმართველი პარტიის მისამართით დაუსაბუთებელი ბრალდებები… წყალს ასხამს აგენტოკრატიის წარმომადგენელთა წისქვილზე და, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს “გლობალური ომის პარტიის” უბნელესი ზრახვების საქართველოში განხორციელებას!
ამიტომაც, უპრიანი იქნება, ამ ხიბლში ჩავარდნილმა ადამიანებმა გონსა და ჭკუას მოუხმონ! პირად პიარულ ამბიციებზე მაღლა სამშობლოს ინტერესები და მისთვის მსახურება დააყენონ!
ნუ წარმოიდგენენ, რომ რაიმე ხელშესახებ ქმედით ძალას წარმოადგენენ!
თავს ხორბლის მარცვლებისაგან დაცარიელებული თავთავების მსგავსად ნუ ასწევენ!
თუ მართლაც კონსერვატორები არიან, ზეციდან დაბლა, დედამიწაზე დაეშვან!
შეხედონ რეალობას რეალურად!
შეეცადონ იმდენი სიმძიმის აწევას, რამდენიც შეუძლიათ ქვეყნის საკეთილდღეოდ!
ანუ, ნუ გაამართლებენ ძველ ებრაულ, სიბრძნისეულ წყევლას:
თქვენი არ იცოდეთ და სხვისი არ გაგეგონოთო!” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.