„ლელოს“ იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, რომ რამდენიმე დღე მაინც გასტანოს იმ ტყუილმა დაპირებებმა, რასაც აცხადებენ. მეორე წუთიდანვე იშიფრებიან და ქართველი ხალხი ხვდება, რომ ეს არის მათი ე.წ. წინასაარჩევნო ტრიუკები“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.
„რუსეთს სანქციები უნდა დაუწესონ, რაც უდრის, მინიმუმ, 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში… ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?! როგორც ჩანს, „ლელოს“ – ძირითადად, ამ ბანკირების შემადგენლობას თავისი ფორმულა აქვს, – რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ, ჯამში, ციფრი იქნება მათთვის სასურველი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.