“ლელოზე” შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან ციფრებში დაკარგულები. ოპოზიციამ თვითონ ამხილა ამ სიცრუესა და სიგიჟეში, რასაც ჰყვებიან“, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა “ლელოს” დაპირებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და პენსიის 1000 ლარამდე ზრდის შესახებ.

მისივე თქმით, ამ დაპირებით “ლელო” საზოგადოებას ატყუებს, ვინაიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით საქართველოს ეკონომიკა შემცირდება, რაც პენსიების ზრდას გამორიცხავს.

“ეს, თავის დროზე, დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 1000- ლარიანი და 1500- ლარიანი პენსიები. “ლელოს” პროპაგანდაა, რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესოთო. და ვის უწესებ სანქციებს? – შენს ქვეყანას. და თუ შენს ქვეყანას უწესებ, ეს არის, რომ მინუს 10% გაქვს ეკონომიკის ზრდა. მით უმეტეს, შემდეგ პენსიებს როგორ გაზრდი? თუ, დაპირება გასცეთ და მეტი არაფერი, და ატყუებთ საზოგადოებას?! “ლელო”, გამოფხიზლდი!” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.