დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აქციაზე იმყოფება ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა – მარიზა კობახიძე.
„ძალიან ვცდებით, რომ ამდენ ხანს გავაგრძელეთ პროტესტი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი იდგა ქუჩაში ასე კი არ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ მხარეს, რომ ადამიანურად ვიქცეოდით – არა, პირდაპირ შტურმით უნდა დაგვემხო ეს ხელისუფლება და იქნებოდნენ ღირსები.
ჩვენ ვიქცევით ნორმალურად, ისინი იქცევიან არანორმალურად. გოგონას, რომელსაც თმები მოქაჩა ვიღაც პოლიციელმა დააწინაურეს, ხალხის ჯინაზე იქცევიან, ამიტომ, თვითონ, რომ დასრულდებიან, ისინი ყველა დასრულდებიან, ვინც დაწინაურებულია.
მე ვუერთდები ყველა პროტესტს, ეს იქნება პატიმრებისადმი მიძღვნილი, თუ ყველა პროტესტში მივიღებ მონაწილეობას იმაზე მეტად, ვიდრე ელოდებიან.
არ დასრულდება პროტესტი. 150-ე დღე კი არა, 250-ეც რომ გავიდეს ესენი ყველაზე მეტად რასაც ოცნებობენ, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩაატარონ – ვერ ჩაატარებენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას და არც იმის, რომ პატიმრები გამოუშვან, ვაჭრობით, არჩევნების ჩასატარებლად”, – განაცხადა მარიზა კობახიძემ.