საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ უნდა მომხდარიყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
„ქართველი ლიბერალები სანამ ცრემლად დაიღვრებით, ამ ვიდეოს უყურეთ, მოუსმინეთ ნავალნის დამოკიდებულებას სოხუმისა და ცხინვალის მიმართ… თბილისის დაბომბვას ითხოვდა ფრთოსანი რაკეტებით!
მაგრამ საქართველო ხომ თქვენი სამშობლო არ არის… იგლოვეთ, იტირეთ!“