როგორ ცდილობს ოპოზიცია ქვეყანაში „აგენტოკრატიის“ დამყარებას და რა ზიანი მიადგება საქართველოს “ვეტინგის” სისტემის შემოღების შემთხვევაში – ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს.

ქადაგიძის თქმით, აღნიშნულმა სისტემამ უკვე გაანადგურა სასამართლოს დამოუკიდებლობა ალბანეთსა და უკრაინაში.

„ე.წ. “ვეტინგის” ეფექტი.
ქვეყნები, სადაც სასამართლო ხელისუფლებას არასამთავრობო სექტორი აკონტროლებს და საქართველო, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სუვერენიტეტის ხელყოფაზე!
ალბანეთსა და უკრაინაში სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, USAID-თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინაციით, სრულად აკონტროლებს და ახორციელებს მართლმსაჯულებას. ამ ქვეყნებს უნდა დავეწიოთო, – ჩვენი უსამშობლო ოპოზიცია გვიკიჟინებს. ნეტავ, რაში? სასამართლოს გასხვისებასა და “აგენტოკრატიის” დამყარებაში?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.