„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით დეპუტატ პაატა მანჯგალაძის კომენტარს უპასუხა.

„დეპუტატმა მანჯგალაძემ, საქართველოში “ელგებეტე” პროპაგანდის ლეგიტიმურობის დასტურად, სახარების ის ეპიზოდი მოიყვანა, სადაც მაცხოვარი ებრაელების მხრიდან რომაელების მიმართ ხარკის გადახდას არ ეწინააღმდეგება. “ჭიჭეს” დაღმაშენებელი მოადგილის „სახარებისეული” გამონათების თანახმად – სწორედ “ელგებეტე” პროპაგანდა წარმოადგენს საქართველოს მიერ “გლობალური ომის პარტიის” კეისრისთვის დაწესებულ გადასახადს. სულ უფრო საინტერესო ხდება “ნაცსექტის” ამ ანასხლეტების საარჩევნო პროგრამა, განსაკუთრებით – რეგიონულ დონეზე…“ – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის“ გვერდზე.