“კიდევ ერთი, მორიგი მავნებლობა ამ უსამშობლო ქალის!“ – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელმაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო.

„კიდევ ერთი, მორიგი მცდელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის!
კიდევ ერთი, მორიგი გაფაფხურება ამ მარიონეტის!
კიდევ ერთი, მორიგი მცდელობა პატრონების მიერ მიცემული დავალების შესრულების!
კიდევ ერთი, მორიგი მცდელობა ამ კონსტიტუციის დამრღვევის მიერ ფულის კეთების!
ნახეთ!
ნამდვილი სახე ამ ეროვნულობისაგან სრულიად დაშრეტილის!
ნახეთ!
და შეაფასეთ მისი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული ქმედებები!“ – წერს სოციალურ ქსელში ედიშერ გვენეტაძე.