კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულისა და ბრალდებულის, ყოფილი გენერალური პროკურორის – ზურაბ ადეიშვილის გერმანიის ბუნდესტაგში ვიზიტზეა საუბარი.

“გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი, რომ ზურაბ ადეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა”, – გერმანიის საელჩო.

ეტყობა, გვამზე მიბმული და გაუპატიურებული პატიმრები უნდა შეეჭამა! ძვლები კი ბუნდესტაგში წარგვედგინა!” – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ: “ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა”.