ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, დღეს იმ საუკუნის აფერის წლისთავია, რომელიც ოპოზიციის ტელევიზიებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა პატრონების მეშვეობით შემოგვთავაზეს და ქართველი ახალგაზრდების ნაწილი დააჯერეს, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, თურმე, რუსულია.

„ის, რასაც რუსული კანონი ეძახეს, სულაც არ აღმოჩნდა რუსული, უფრო მეტიც, სწორედ ამერიკული FARA რომ არ იყოს, რომლის თარგმანსაც აქ რუსული ეძახეს, ვერ გავიგებდით, რომ:
• “TV ფორმულა” მილიონებს იხდის, რომ რამენაირად, საქართველო გააშავოს ამერიკის ხელისუფლების თვალში;
• ბრალდებული სააკაშვილის ლობირებაში, კერძოდ, – „გარეთ გაუშვით, ნაწამებია“ – ასევე მილიონებს იხდიან მისი ოჯახის წევრები;
• სააკაშვილის საკითხის სასარგებლოდ, ფული გადაუხადეს ევროპარლამენტარებს (რეზოლუციების დასაწერად) და ყოფილ პრეზიდენტ მარგველაშვილს.
• ეს ყველაფერი არაა, – სია მართლაც გრძელია!
ახლა ხომ გასაგებია, ვის არ აწყობდა გამჭვირვალობის კანონი და ვინ მოიფიქრა, მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ?!
სამაგიეროდ, არეულობისთვის მშვენივრად გამოიყენეს მავნებლებმა, ის კი არადა, ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტი და უცხოელების რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხს დღესაც პატივით ხვდება, უფრო მეტიც – მომავალში უპირობო მხარდაჭერას ჰპირდება!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.