მისივე თქმით, ყველა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის დანაყოფებსაც წარმოადგენენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები.
„მარტივი მოცემულობაა მეგობრებო – ყველა ამ დესტრუქციული, პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას ოპოზიცია და ვინ არის დღეს ოპოზიცია რეალურად? სხვა ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში, ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთელი თავისი დანაყოფებით.
თქვენ ახსენეთ „პრაიდი“, მოიპოვეთ ეს ინფორმაცია. მინდა ვთქვა, რომ მაშინ რა პროვოკაციაც დაიგეგმა ქვეყნის წინააღმდეგ, ეს რა თქმა უნდა, კარგად გააზრებული პროვოკაცია იყო. რა მოხდა შარშან მარტის აქციების დროს, ვინ იდგა ამ აქციების უკან? რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციული, დესტრუქციული ძალები, რომელთა უკან დიახაც, “ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები დგანან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.