პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადამიანური განვითარების ინდექსში საქართველოს დადებით შეფასებას “ფეისბუკის” გვერდზე ეხმიანება.

“საქართველო განაგრძობს ადამიანური განვითარების ინდექსში აღმავალი ტრაექტორიით სვლას და უკვე მესამე წელია, ზედიზედ ინარჩუნებს შეფასებას – “ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონე”.

მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას. საქართველოს მდგრადი პროგრესი ასახავს ეკონომიკურ, სოციალურ და არჩევანის თავისუფლების მიმართულებით ძალისხმევას.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 71-ე ადგილს იყო ჩამოცდენილი. მას შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ და ადამიანური განვითარების ინდექსში 11 საფეხურით დაწინაურდა. საყურადღებოა, რომ საქართველო ერთადერთია კავკასიაში “ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონით”, – წერს პაპუაშვილი.