“საკითხის მიმართ მათ დამოკიდებულებას სწორედ ის აჩვენებს, როცა ასიათასობით დოლარს ხარჯავენ იმაში, რომ ფასებთან დაკავშირებით რაღაც კამპანია ააგორონ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
,,ამ კამპანიაში “ნაციონალური მოძრაობისთვის” ბუნებრივი არაფერი არ არის. “ნაცმოძრაობა” ის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისეთი ლიბერტანიალური მიდგომით იყო, რომ მოსახლეობაზე, ადამიანზე საერთოდ არ ფიქრობდა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, ხოლო მათ ოპოზიციიდან არაფერი გახსენებიათ საკუთარი ბელადის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თავისუფლების გარდა.
ახლა ეს ჩვეულებრივი პიარკამპანიაა, როგორც კი, ეს პიარკამპანია თავის დროისა და გრაფიკის რაღაც ნიშნულს გაივლის, შემდეგ ისე ჩაიფუშება, როგორც ბევრი სხვა კამპანია ჩაფუშულა. პოპულისტური თემები სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილია და ამიტომაც ჰყავთ უცხოელი დაქირავებული კონსულტანტი, რომელშიც ათიათასობით დოლარს იხდიან. შემდეგ ამის რეკლამირებაში ასიათასობით დოლარს იხდიან და ამ დროს, ეს პარტია ფასებზე საუბრობს? ამ ყველაფერს ვინ დაიჯერებს? – ალბათ, ამით ერთი-ორი კვირა თავს შეიქცევენ და ბოლოს იქ დაბრუნდებიან, სადაც მათი ადგილია – მათი ადგილია მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლების მოთხოვნაში. მათი ბუნებრივი მდგომარეობა ესაა, მათ სხვა არაფერი ბუნებრივად არ გამოსდით, რადგან მხოლოდ საკუთარ ბელადზე ჩამოკიდებული პარტია არიან.
რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ფასებზე საუბარი პოპულიზმია. ამ ხარჯებში ის არ ჩანს, რასაც საბოლოო ჯამში ტელევიზიებში ხარჯავენ. ეს მათთვის არაბუნებრივია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს თავადაც მალე მიხვდებიან და შეეშვებიან,” – განაცხადა პაპუაშვილმა.