საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი არ არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხში, რადგან ნიკა გვარამიას შეწყალების დროს ყველამ ნახა, რომ ის უცხოელების კარნახით მოქმედებდა.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია ზეწოლით და კარნახით შეიწყალა. მოსახლეობამ ნახა, რომ ამის შესახებ უცხოელებმა იცოდნენ, როგორც შემდეგ თავად აღიარეს. ამის შესახებ წინასწარ საქართველოს მოქალაქეებმა არ ვიცოდით. როგორც ეტყვიან და როგორც ამ დავალებების გამცემლებისთვის იმ მომენტში იქნება ხელსაყრელი, ზუსტად ისე მოიქცევა და არაფერი სხვა არ იქნება. მას დამოუკიდებელი ნება ასეთ გადაწყვეტილებებში არ აქვს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.