“ვეტინგი” ანუ უცხოელი ექსპერტების მიერ ჩვენი მოსამართლეთა კორპუსის შემოწმება მისაღებია უსამშობლო ნაცაქტორებისთვის. ყველაფერი ის, რაც მისაღებია ღალატის პარტიისთვის არის არაკონსტიტუციური და უკანონო”,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი მაგალითისთვის იშველიებს სხვა ქვეყნებში განხორციელებულ “ვეტინგის” სისტემას და აცხადებს, რომ ფუჭი საუბრები ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის ანალოგებზე არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

 

“ფუჭი საუბრები ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის ანალოგებზე არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. გადავხედოთ ამ ქვეყნების მართლმსაჯულების სავალალო მდგომარეობას და ე.წ. ვეტინგით იქ მოტანილ წარუმატებლობას.
პროევროპელი კი არცერთი ის ნაცპერსონაჟია, რომელსაც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა სურს და სააკაშვილსა და მისი რეჟიმის ჯალათებს აფეტიშებს”, – წერს გია აბაშიძე.