“ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. მეტიც, ქართული სამართლის დაცინვაა მცდელობა, ისეთი უმაღლესი ლეგიტიმაციის პირი როგორიც მოსამართლეა უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეაფასოს”, – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი. 

“ოპოზიციური სპექტრი ვეტინგის დანერგვის ინიციატორია, რადგან მათი სურვილი და მიზანია სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი და იყოს მათზე დამოკიდებული. “ვეტინგის” სისტემა რადიკალური ოპოზიციისთვის არის ინსტრუმენტი, რომ მათ სინდისის სახელით სასამართლო დაიქვემდებარონ. მინაწერი: ამგვარ ფსევდორეფორმებს, იდეებს ქართული სახელმწიფო არ გაიზიარებს რადგან “ვეტინგი” არ ითვლება საუკეთესო პრაქტიკად და ის ოპოზიციის ხელში მხოლოდ უკანონობის დაკანონების იარაღია”, – წერს მეგრელიშვილი “ფეისბუკზე”.