“ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„2011 წელს საქართველოდან წავიდა 107 000 მოქალაქე წელიწადში. თან მაშინ უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს. მე გარწმუნებთ, რომ იმ რეჟიმის პირობებში, უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს ევროკავშირთან, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა ამ ქვეყანაში, ელემენტარული მიზეზების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში და ეს მარტო გაჭირვება კი არ იყო, ბევრს უბრალოდ ღირსება ჰქონდა შელახული, ბევრს არ დაედგომებოდა, ემუქრებოდნენ, დევნიდნენ, ნათესავებს უჭერდნენ და ეს ხალხი ყველა წავიდოდა მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ყოფილიყო“, – განაცხადა თალაკვაძემ.