„მართლა გაუგებარია უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, კეზერაშვილმა, ადეიშვილმა, სააკაშვილმა, სხვა პირებმა, რა სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანეს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „იმედი LIVE“-ში.
„ამაზე ძალიან ბევრი წუხს და ბევრი კრიტიკული განწყობა არსებობს უკრაინაშიც. უკრაინას ძალიან ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი ჰყავს, პოლიტიკაშიც ძალიან პროგრესული ხალხი ჰყავს ჩართული და ჩვენც ბევრი ნაცნობები გვყავს მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, პოლიტიკაშიც და გაუგებარია უბრალოდ საქართველოში ძებნილი კრიმინალები რატომ უნდა წარმოადგენდნენ ამ უმძიმეს დროს, ომის დროს, უკრაინას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.