“ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ქვეყანა არიოს, რომელთაც თავისი ქვეყანა ემეტებათ ომისთვის, რომლებიც ადამიანებს ართმევდნენ თაობების მიერ შეგროვილ ქონებას და ბიზნესებს, რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში 300 ათასი ადამიანი ისე გაატარეს, რომ აქედან მინიმუმ 100 ათასს დარჩა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მინიმუმ 200 ათასს შემდეგ წლებში გაუჭირდა, რომ სამსახური ეპოვნა და ის ტრავმა და სტრესი, რაც იქ განიცადა, გადაელახა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედი live”-ში.

მისი თქმით, ფასების ზრდაზე საუბარი ეკონომიკის სფეროში დიდი უცოდინრობა პოპულიზმია – „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია არც ერთის პრობლემას განიცდის და არც მეორის, ორივეში საუკეთესოები ჰყავთ გუნდში.

არჩილ თალაკვაძემ დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ უფრო მეტი დასაქმების შესაძლებლობა, უკეთესი სოციალური გარანტიები და რაც მთავარია, უსაფრთხოება და მშვიდობა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებაც კი არ ღირს, იმდენად დიდი კონტრასტია, თუ რა იყო მაშინ, როცა ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება ამ მიმართულებით და რა არის დღეს. ფასების ზრდაზე საუბარი ეს არის ერთის მხრივ ეკონომიკის სფეროში დიდი უცოდინრობა და მეორედ მხრივ, პოპულიზმი. არც ერთის პრობლემას განიცდის “ნაციონალური მოძრაობა” და რადიკალური ოპოზიცია და არც მეორის. შეიძლება ითქვას, რომ ორივეში საუკეთესოები ყავთ ახლა გუნდში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.