„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და თუ მართლა სჯერათ იმის, რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა?” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედი live”-ში.
მისი თქმით, ეკონომიკის ჩამოშლა ნაცმოძრაობის სანუკვარი სურვილია, რაც არ განხორციელდება.
“რჩევებით რომ მოვიდნენ, ამდენი აქ წავიღოთ, ამდენი მილიონი აქ გავანაწილოთ, ამდენი ამას დავუთმოთ, ამდენი იმას. თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და თუ მართლა სჯერათ იმის, რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა და თუ ბიუჯეტის გაზრდის არ სჯერათ, მაშინ პარლამენტში რაღას გვეკამათებოდნენ და მოდიოდნენ ბრტყელი წინადადებებით?“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.