„გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების შემდეგი ეტაპისთვის. ამ გეგმაში შედის სწორედ ცესკო-ს რეპუტაციის შელახვა და ვეტინგის სისტემის შემოღება, რათა მარტივად გააუქმონ არჩევნების შედეგები“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
“ვეტინგის” სისტემით სასამართლოს ხელყოფის მთავარი სამიზნე არჩევნებია. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აუცილებლად წააგებს და ამიტომ სურთ, ხელში ჩაიგდონ უმთავრესი იარაღი. თუკი სასამართლო მათი ლობისტებისგან იქნება მართული, არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ და გააუქმებენ.
ამიტომ არის ასეთი შემოტევა “ვეტინგის” სისტემის დანერგვაზე. გარდა იმისა, რომ მათგან მართული სასამართლოთი ადვილად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის გათავისუფლება და კეზერაშვილ-ადეიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალის მოხსნა, თავისუფლად შეძლებენ სამართლიანი არჩევნების წართმევას.
ჩვენ ვემზადებით სამართლიანი არჩევნებისთვის და არავის მივცემთ ან არჩევნების გაყალბების, ანდა სხვა მანიპულაციების გამოყენების უფლებას. კეთილი ინებოს ოპოზიციამ და დაარწმუნოს ხალხი, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა მათი ხელისუფლებაში მოსვლა. იციან, რომ ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში აღარასდროს დააბრუნებს და ამიტომ არიან სასოწარკვეთილნი. სახელისუფლებო გუნდი კი სამართლიან არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება”, – წერს ჩიბურდანიძე.